
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში სვეტიცხოვლობას საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიუძღვნეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს. სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ნოდარ ტაბატაძემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს დღესასწაული მიულოცა და მოუთხრო თუ საიდან იღებს სათავეს სვეტიცხოვლობის ისტორია და რა ამბები უდევს საფუძვლად აღნიშნულ დღესასწაულს.
იხილეთ ფოტოები