
2020-2021 სასწავლო წელი ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წარმატებულად დაიწყო.
თინათინ გოგიაშვილმა და ფეფრონე პაპიკიან-ათოშვილმა წამყვანი მასწავლებლების სტატუსი მიიღეს და ამიერიდან, პედაგოგიურ საქმიანობასაც წამყვანის სტატუსით განაგრძობენ.
საძელის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას.