.jpeg)
ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლაში საარჩევნო „ციებ-ცხელებით“ დაიწყო - სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და აქვე აღსანიშნავია, რომ
ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლაში საარჩევნო „ციებ-ცხელებით“ დაიწყო - სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და აქვე აღსანიშნავია, რომ პროცედურა არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა:
პედაგოგები, წესისამებრ, პირბადეებით იყვნენ, მოსწავლეები ზედმიწევნით იცავდნენ სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია, თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი კალამი ჰქონდა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ადგილობრივი სასკოლო საზოგადოება მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს.
ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა და მოსწავლეებმაც ხმა მისცეს საკუთარ რჩეულებს.