.jpeg)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში, „ლაშაობა" გაიმართა. მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა თოდუას ხელმძღვანელობით, ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, ისაუბრეს დიდი პოეტის შემოქმედების მნიშვნელობაზე და წაიკითხეს ლექსები.
„ლაშაობა“ ყოველწლიურად იმართება და წელს, ანსამბლმა „ნაცხამ" (ხელმძღვანელები: ლაშა გაბედავა და სალომე ჩიქოვანი) შეასრულა ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას კი პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, საპატიო სტუმრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.