მეორე სვირის N2 სკოლის დირექტორმა და დაწყებითი კლასების პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
13-10-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. სკოლის ორმა პედაგოგმა - დირექტორმა ქრისტინე ხვედელიძემ და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მადონა გველესიანმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203