„დიდია ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების წვლილი ქართული სულიერების სამსახურში“-ქუთაისის N2 საჯარო სკოლა მილოცვების მიღებას აგრძელებს
13-10-2020

„უაღრესად დიდია ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების წვლილი ქართული სულიერების სამსახურში“ - ამ სიტყვებით ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას 140 წლის იუბილე და მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა. 

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ. სკოლამ ასევე ცნობილი ადამიანებისგან არაერთი მილოცვა მიიღო.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203