ნიკო ლორთქიფანიძის 140 წლის იუბილესა და მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ჩატარდა მწერლის სახლ-მუზეუმში.
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIგ კლასის (დამრიგებელი: მ.ჟორჟოლიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ს.ქობალია) მოსწავლეებმა საფუძვლიანად მიმოიხილეს მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა. „ბუნებით ბატონსა“ და „მასწავლებელთა მასწავლებელს“ ლიტერატურულ- მუსიკალური ნომრებით შეეხმიანენ და ხოტბა შეასხეს მის უკვდავ სულსა და ხსოვნას.
VIგ კლასის დამრიგებელი და აღსაზრდელები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს, ფაქიზო ფანჩეულიძეს ამ ლამაზი საჩუქრისა და ერთი შთამბეჭდავი დღისათვის.
იხილეთ ფოტოები