წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
13-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში სკოლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

„მასწავლებლებისადმი დიდი სიყვარულით და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა მასწავლებლის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩვენს სკოლაში, რომელიც 1-6 ოქტომბერს გაიმართა სხვადასხვა კლასებში. მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, ნახატები, სიმღერები, პოსტერები და ჩაწერეს ვიდეო მიმართვები.

მე-5 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება: „მასწავლებელი შუქი სულისა“ მოამზადა ქართული ენის მასწავლებელმა და კლასის ხელ.მა ქეთევან სვანიძემ. „მასწავლებელო, მასწავლებლობას, გმირობად გითვლით ერი!“- მე-8 კლასის ღონისძიება მოამზადა ქართული ენის მასწავლებელმა მანანა ჯავახაძემ.

„მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“- მე-3 კლასელთა ღონისძიება მოამზადა ნათია ვარდანიძემ.

ასევე ღონისძიება ინგლისურ ენაზე მე-6 კლასში მოამზადა ინგლისური ენის მასწავლებელმა იულია კუხალაშვილმა და სხვ.

ასეთი სიყვარულით მიულოცეს მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებლებს მასწავლებლის დღე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203