
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ბიოლოგი მაკა შუბითიძე, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის - „ნარჩენები არ ნიშნავს ნაგავს“ ფარგლებში, გარემოს დაბინძურების თემაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საქართველოში არსებული ვითარება გარემოს დაბინძურების მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების გავლენა ბავშვების გონებრივ განვითარებაზე, პლასმასის ნარჩენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონე და მყარი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მეთოდები სხვადასხვა ქვეყნებში.
იხილეთ ფოტოები