
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მესამეკლასელებისთვის ბუნებისმეტყველებაში განსაკუთრებული გაკვეთილი ჩატარდა.
კლასის დამრიგებელმა ფატმა ზოიძემ პატარებს მზის სისტემა აუხსნა და თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა საშუალება გამოიყენა.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელებისთვის ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ძალზე საინტერესო იყო, ისინი მაქსიმალურად გახლდნენ ჩართულები ონლაინ საგაკვეთილო პროცესში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებსაც უზიარებდნენ და უკვე იმას ფიქრობდნენ, როგორ დაისწავლიდნენ გაკვეთილს, რომელიც მათმა საყვარელმა ფატმა მასწავლებელმა ასე კარგად აუხსნა. „როგორც შეგპირდით, ვმუშაობთ ჯგუფებად სხვადასხვა აქტივობაზე! მაქსიმალურად ჩართულები ვართ დისტანციურ სწავლებაში და ხალისით ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რასაც საგაკვეთილო თემა ითხოვს!" - აღნიშნა Etaloni.ge-სთან ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელმა ფატმა ზოიძემ.