თბილისის N142 სკოლის IVბ კლასი izrune.ge-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველ „სუპერ კლასებს“ შორის დამსახურებულ ადგილს იკავებს
12-10-2020
izrune.ge-მ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასების“ ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის N142 საჯარო სკოლის IV კლასი დამსახურებულ ადგილს იკავებს. 

კლასის დამრიგებელი ეკა გულაშვილი გახლავთ. 

2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203