თბილისის N48 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
12-10-2020

თბილისის N48 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბმა აქამდე არაერთი პროექტი განახორციელა, თუმცა ამჯერად დაიწყო პროექტი - „ჩვენ ვქმნით სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელიც საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

„პროექტის მიზანია მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და ჟურნალისტური უნარების განვითარება... აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებსა და სიუჟეტებს შემოგთავაზებთ ეტაპობრივად...

დღეს მოსწავლეებმა მოისმინეს მასტერკლასი ჟურნალისტიკის თემაზე“, - აღნიშნულია თბილისის N48 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203