„ეს ფერადი და საოცარი დღე, არასოდეს დაავიწყდებათ მეორეკლასელებს“-ხაშურის N7 სკოლაში „ლიაკოს წიგნის კლუბის“ შეხვედრა გაიმართა
12-10-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში ლიაკოს წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც წარდგენილ იქნა, თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის წიგნი - „ატუსა და მატუსა“.

ხაშურის N7 სკოლელი მეორეკლასელი ცნობისმოყვარეები ძალიან დააინტერესა ატუსას და მატუსას მხიარულმა თავგადასავალმა, რომელიც პატარებს სიყვარულსა და სიკეთის კეთებას ასწავლის.

ბავშვებმა მასწავლებელს, ლია მეტივიშვილს უამრავი კითხვა „დააყარეს“, ემოციებს ვერ მალავდნენ და ასე ჩაიარა წიგნის კლუბის კიდევ ერთმა დღემ, რომელიც, არასოდეს დაავიწყდებათ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მეორეკლასელებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ფერადი და საოცარი დღე, არასოდეს დაავიწყდებათ მეორეკლასელებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203