მთისუბნის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს
12-10-2020

აჭარის მასშტაბით, 2020-2021 სასწავლო წელი სკოლებში დისტანციურად დაიწყო და ამ მხრივ გამონაკლისი არც შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის, მთისუბნის საჯარო სკოლაა ხულოს მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება მოუთმენლად ელოდა საკლასო ოთახებში დაბრუნებას, ონლაინ-რეჟიმს სასწავლო წლის დასაწყისის სიხარული არ გაუნელებია. მთისუბნის საჯარო სკოლაში ყველა პლატფორმას - მესენჯერს, თიმსს, სატელეფონო კომუნიკაციას - იყენებენ სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის და იმედოვნებენ, რომ მშობლიური სკოლის კედლებს მალე დაუბრუნდებიან:

„2020-2021 სასწავლო წელი,მიუხედავად პანდემიისა,ტექნიკური და ინტერნეტპრობლემებისა,სსიპ შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის მთისუბნის საჯარო სკოლაში 15 სექტემბრიდან განახლდა... დისტანციური გაკვეთილები ტელეფონის ზარით,მესენჯერით,თიმსითა და ყველა ხელმისაწვდომი ტექნოლოგიით, ღია სივრცესა თუ შინ სწავლებით მიმდინარეობს. სკოლის დირექცია და მასწავლებლები კი, მშობელთა ჩართულობით, ყველაფერს აკეთებენ გამოწვევების ღირსეულად დასაძლევად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203