„თევზაობა“​ - დაბაძვლის საჯარო სკოლის პირველკლასელებს თამაშის ელემენტებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
12-10-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის წინასაანბანო პერიოდის გაკვეთილები საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს სახალისო აქტივობები შესთავაზა. 

„წინასაანბანო პერიოდის გაკვეთილები სახალისო თამაშის ელემენტებით გაჯერებული უნდა წარიმართოს, რათა მოსწავლემ შეძლოს პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა, სურათის აღწერა, ლექსიკის გამდიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აქტივობა - „თევზაობა“.

ვისაუბრეთ თევზაობაზე, აღვწერეთ სურათი, წარმოდგენა „თევზაობა“ გააცოცხლეს, ფრთები შეასხეს თავიანთ ოცნებას. პატარა ხელებით აპლიკაცია - „თევზები“ გააფერადეს, გამოჭრეს და სიფრიფანა მაგნიტს მიაწებეს. თხილის წკეპლისგან ანკესი გააკეთეს და „მდინარის პირას“ ჩამოსხდნენ.

„თევზაობამ“ წვრილი და მსხვილი მოტორიკა გაავარჯიშა, სურათზე დაკვირვებამ ლექსიკა გაამდიდრა, როლურმა თამაშმა შემოქმედებითი უნარი განუვითარა. ამ აქტივობამ მოსწავლეებს სიხალისე, ბედნიერება და კმაყოფილება შემატა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203