ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურად მუშაობის მიუხედავად თითოეულ დავალებას სანიმუშოდ ართმევენ თავს
12-10-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს აქტიურ მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

მოსწავლეებს საგანში - ქართული ენა საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომლის თემა იყო - „ზაფხულის სიზმარი“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რა საოცარი ამბები შეინახა ზაფხულმა მეხსიერების „ზანდუკში“.

„ყოჩაღ ჩემო პატარებო! ვფიქრობ, რომ მიუხედავად დისტანციური მუშაობისა, თქვენ აქტიურად და სანიმუშოდ ართმევთ თავს თითოეულ დავალებას“,- აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნატალია აბუსერიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203