საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - მამისა ფიფიამ და ანნა წულაიამ საექსპერიმენტო გაკვეთილი ჩაატარეს
12-10-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებმა მამისა ფიფიამ და ანნა წულაიამ საექსპერიმენტო გაკვეთილი (ფიზიკა–ბუნება) ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ხსნარებში დიფუზიაზე დაკვირვება (ფიზიკა) და ექსპერიმენტის ჩატარების დაგეგმვა-განხორციელების შესწავლა (ბუნება).

დაკვირვების შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ცხრილი, სადაც აღნიშნეს ცდის დროს შემჩნეული ცვლილებები და მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს ცვლილებების მიზეზებზე.

ექსპერიმენტის შედეგები საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსწავლეები ენთუზიაზმით ელოდებიან შემდეგ გაკვეთილებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203