ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელებს მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
12-10-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს სპორტული აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარდათ. მასწავლებლებიც დაბრუნდნენ ბავშვობაში და სპორტულ აქტივობებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.
გაკვეთილი მრავალფეროვანი სპორტული თამაშებით იყო გაჯერებული. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთვნენ.