წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელება ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატების პრეზენტაცია მოაწყვეს
12-10-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრის - „მეჩონგურე“ მიხედვით ნახატები შექმნეს და ქართული ენის გაკვეთილზე ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათია ვარდანიძე ხელმძღვანელობდა.