
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
„მასწავლებელთა თავდადება, მოსწავლეებისადმი სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა, დღევანდელი პრობლემების გადაჭრისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.
დღეს, როცა განათლების სისტემა გამოწვევების წინაშე დადგა, თვენი მონდომებითა და გვერდში დგომით, ჩვენმა სკოლამ, დღემდე, სრული პასუხიმსგებლობით შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ რვა თვიანი პანდემიის მანძილზე, სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტიათ.
ეს კი, პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა!
მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ კოლეგებო!
თქვენი დღევანდელი თავდაუზოგავი შრომა, ჩვენი შვილების მომავლის წინაპირობაა. უფალმა მრავალი წელი მოგცეთ ძალა და ენერგია, თქვენს მოსწავლეებში სიყვარულის, სიკეთის და განათლების მარცვალი გააღვივოთ და თითოეული მათგანი საკუთარი ქვეყნისა და სამყაროს ღირსეულ შვილად აღზარდოთ.
მასწავლებლობა ხომ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა“,- ნათქვამია მისალოც წერილში.