ხიზაბავრის საჯარო სკოლის III კლასი izrune.ge-ს 2020-2021 სასწავლო წლის ერთ-ერთი პირველი „სუპერ კლასია“
izrune.ge-მ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასების“ ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის III კლასი დამსახურებულ ადგილს იკავებს.
კლასის დამრიგებელი- მარინე
ხაზალაშვილი გახლავთ.
2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით გამოვლინდა.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი
izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო