
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში ყოველთვიური ინტელექტუალური თამაში - „ჩვენ ვართ ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოაზროვნეები“ დაიწყო.
ინტელექტუალურ თამაშზე დასმული იყო სახალისო-სააზროვნო კითხვები, სულ 15 კითხვა.
თამაში ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ყოველგვარი წესების დაცვით მიმდინარეობდა, გამარჯვება მოიპოვა მე-4 კლასის მოსწავლე ანანო ხუნწელიამ, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით და ფასიანი საჩუქრებით.
ინტელექტუალურ თამაშს პედაგოგი ნინო დანელია ხელმძღვანელობდა.
„ვულოცავ ანანოს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“,- აღნიშნავს ნინო დანელია.
იხილეთ ფოტოები