თბილისის N106 სკოლის IIგ კლასი izrune.ge-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველ „სუპერ კლასებს“ შორის საპატიო ადგილს იკავებს
09-10-2020
izrune.ge-მ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასების“ ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის N106 საჯარო სკოლის ​II კლასი საპატიო ადგილს იკავებს.

კლასის დამრიგებელი - თეონა ბექაური გახლავთ. 

2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203