ტყემლანის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება გაიმართა
09-10-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა.

მოსწავლეები ისევე, როგორც წინა წლებში დიდი ინტერესით ელოდნენ კონკურსს.

ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან" მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ახალციხის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ბავშვებს აქტიურობისათვის და უსურვებს წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203