ზესტაფონის N4 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილით დაიწყეს
09-10-2020

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ.

„დღეს 1-ბ კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს „ანბანეთის” ჯადოსნურ სამყაროში და მასპინძლობა გაუწიეს აი ია-ს, მათ მეგზურობა გაუწიეს კლასის დამრიგებელმა ირმა კუპრაძემ და პედაგოგმა მარინა გობეჯიშვილმა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203