თერჯოლის N1 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
09-10-2020

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის Iკლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საინტერესო და მრავლფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნანა ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა.

„2020 წლის 8 ოქტომბერი ლამაზი და უჩვეულო დღე იყო I კლასში (ხელ-ლი: ნანა ჭანტურიძე).ამ დღეს მათთან უმშვენიერესი ქართული ანბანი შემობრძანდა. პატარებმა ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემოქმედს იაკობ გოგებაშვილსა და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი აჩვენეს სტუმრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობელთა ჩართულობა, სოფო ბანძელაძემ ძალიან გაახალისა პატარები-ჯადოსნურმა იამ ჯადოსნური ყუთით მოიტანა კლასში პირველი ასო-ბგერები. წარმატებები არ მოკლებოდეთ ცხოვრების ახალ საფეხურზე!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203