„მინდა ბევრი ოქროს დიპლომი მქონდეს“ -გაიცანით ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია გურგენიძე, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
09-10-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ეს ბედნიერი, შედეგით გახარებული გოგონა ნია გურგენიძეა - ჯოჭოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე.

„ძალიან მიხარია ხუთშაბათის მოსვლა, რადგან izrune.ge-ს ტესტებია. ძალიან ბევრს ვსწავლობ და ღრმავდება ჩემი ცოდნა უფრო და უფრო. დიდი მადლობა ამ პროექტის შექმნისთვის თითოეულ შემქმნელს. მინდა ბევრი ოქროს დიპლომი მქონდეს და გავახარო ჩემი ოჯახი, მასწავლებლები და izrune ge. მადლობა ჩემი კლასის დამრიგებელს ეკა ბერიძეს“- წერს გულთბილი ნია. 

8 ოქტომბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203