ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლე აიდა ვერმიშიანი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კონკურსზე პრეზენტაციით წარსდგა
09-10-2020

2 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, ევროპული დღეების ფარგლებში, გამართულ კონკურსში, ხოჯორნის საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებთან ერთად მონაწილეობდა.

პრეზენტაცია თემაზე „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ წარმოადგინა მე-11 კლასის მოსწავლე აიდა ვერმიშიანმა.

აიდას ხელმძღვანელი კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი იყო. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მარნეულის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203