
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა.
მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში აქტიურად ჩაერთვნენ.
8 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები