
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“ და საგნის ექსპერტებთან სამუშაო ონლაინ შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა შეხვედრა სკოლის კოორდინატორთან, ქალბატონ ნანა გუჯეჯიანთან. ის ენერგიას არ იშურებს იმისთვის, რომ ყველა მასწავლებლისთვის გასაგები გახადოს ყოველგვარი სიახლე, რაც დაკავშირებულია ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან სკოლაში.
წარმატებებს ვუსურვებთ ყველა პედაგოგს, ვინც ჩართულია ამ საპასუხისმგებლო სიახლეების სკოლაში დანერგვის საქმეში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები