ოყურეშის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება გაიმართა
09-10-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა. 

შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონაწილეობდა 9 მოსწავლე. ხელმძღვანელობდნენ დირექტორი ქეთინო მურცხვალაძე, პედაგოგი ნანა მამარდაშვილი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმიერებული.

​ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203