გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ
09-10-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა. 

მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203