დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი ხვიჩიას წარმატება
09-10-2020

გიორგი ხვიჩიამ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა 2020 წელს დაამთავრა. ჯერ ის საბაზო საფეხურზე წარჩინებით სწავლისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა, ხოლო მიმდინარე წელს საშუალო საფეხურის ასევე წარჩინებით დამთავრებისათვის ოქროს მედალზეა წარდგენილი.

ამჯერად გიორგიმ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და 50%-იანი გრანტი მოიპოვა.

სკოლა კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომავალშიც მუდმივ გამარჯვებებს ვუსურვებთ“,- ნათქვამია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203