დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
09-10-2020

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.

„მოსწავლეები მზად არიან, იყვნენ წარმატებული და იბრძოლონ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადასასვლელად.

სკოლის დირექცია კონკურსის ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203