დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს
09-10-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის თამარ დოლიძის ხელმძღვანელობით, საზეიმოდ აღნიშნეს მასწავლებელთა დღე და სკოლის ეზოში მოკრძალებული ღონისძიება ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღე იყო. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203