
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და საუკეთესო სურვილები უსურვა.
„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია სულითა და გულით ულოცავს სკოლის თითოეულ პედაგოგს პროფესიულ დღესასწაულს - მასწავლებლის დღეს. უსურვებს წარმატებებს, ულევ ბედნიერ წუთს. საამაყო და საუკეთესო მომავალი თაობების აღზრდა არ მოგკლებოდეთ კოლეგებო. გვეიმედებით და გვეამაყებით“,-აღნიშნულია დირექციის მისალოც წერილში.