teams-ს ახალი ფუნქცია დაემატა - ნახეთ, რისი გაკონტროლების საშუალება ექნება მასწავლებელს
09-10-2020
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, teams ახალი ფუნქცია დაემატა.
იმის გამო, რომ დისტანციური სწავლება კვლავ აქტუალურია და მოსწავლეთა ნაწილისთვის სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო და გრძელდება, მასწავლებლები კვლავ არაერთი პრობლემისა და დაბრკოლების წინაშე დგებიან.
ახალი ფუნქციის დახმარებით მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს გამოურთოს მიკროფონი და მისი ნებართვის გარეშე ვეღარ ჩართონ.
ფუნქციის გასააქტიურებლად მასწავლებელმა უნდა აირჩიოს ღილაკი ,,დამსწრეებს არ მიეცეს ხმის ჩართვის უფლება", რის შემდეგაც მონაწილეები მიკროფონის ფუნქციას ვეღარ გამოიყენებენ.
თუ მასწავლებელს მოუნდება რომელიმე მოსწავლეს ჩაურთოს მიკროფონი, ამისთვის უნდა მიანიჭოს მას წარმდგენის სტატუსი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს