იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
09-10-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთებულად აღნიშნეს.

ისინი სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ციალა ჯაფარიძეს, გულნარა დავიდოვასა და მაყვალა უკლებას ესტუმრნენ და პროფესიული დღე ყვავილებით გაულამაზეს.

„კიდევ ერთხელ გილოცავ ჩვენი სკოლისა და ქალაქის ამაგდარო პედაგოგებო თქვენს დღეს! შეუფასებელია თქვენი ამაგი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე. თქვენს ხელში გაზრდილი უამრავი თაობა ჩვენი აწმყოსა და მომავლის ღირსეული შვილები არიან.

უფლის წყალობა და დიდხანს სიცოცხლე მოგმალდოთ უფალმა!“-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203