ალპანის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ღია ცის ქვეშ გაიმართა
09-10-2020

8 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა.

ტესტირება ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტურის ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებას სკოლაში ორგანიზება გაუწიეს სპეციალურად შერჩეულმა „ეტალონის“ პედაგოგებმა - სულიკო ქარსელაძემ, სალომე შალამბერიძემ და სალომე ფრუიძემ.

სკოლა თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ რომ, 

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203