
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა პროფესიული დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
1994 წლიდან 5 ოქტომბერი მასწავლებლის დღედ აღინიშნება. სკოლის დირექტორმა ამ დღის აღსანიშნავად ყველა პედაგოგს ხატი „ვედრება" უსახსოვრა.
მთელი კოლექტივი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში, უნაგირას მთაზე წმ. გიორგის სახელობის ტაძარს „უნაგირას" მიეახლა, სადაც პედაგოგებს განსაკუთრებულად უმასპინძლა და დალოცა მამა პავლე ბურჯანაძემ. პედაგოგებმა 10 კილომეტრიანი გზა ემოციებითა და შთაბეჭდილებებით გავლეს და უფალს საქართველოსა და ქართველების ჯანმრთელობა შეავედრეს.
იხილეთ ფოტოები