ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანდრია ჭიხინაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მათ შორის ანდრია
ჭიხინაშვილმა შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და
izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.