მუქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
08-10-2020

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო გაკვეთილით დაიწყეს. 

გაკვეთილს კლასის დამრიგებელი მაია ცხვარაძე ხელმძღვანელობდა. პედაგოგმა სასწავლო პროცესში საინტერესო და სახალისო აქტივობები გამოიყენა. 

„ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით ჩავატარე სახალისო გაკვეთილი. მინდოდა წერა-კითხვის სწავლების პირველი დღე მოსწავლეებისთვის ყოფილიყო სახალისო და მოტივაციის მიმცემი. 

ვფიქრობ, კლასში ნამდვილად შეიქმნა საზეიმო განწყობა და ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა ჩემი მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნა პირველი კლასის დამრიგებელმა მაია ცხვარაძემ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203