მუსხის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
08-10-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტესტირება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.

ტესტირებას პედაგოგი ლალი ცუხიშვილი აკვირდებოდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა შეეძლო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს.

8 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203