კერძო სკოლა „სხივის“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
08-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა განსაკუთრებული სიხარულით დაიწყეს. მათ მასწავლებელმა დაუვიწყარი დღე მოუწყო.

„აი ია“-ასე იწყება „დედაენის“ გაცნობა. ასე იწყება კითხვის სამყაროში ცხოვრება და ასე იწყება მთავარი სასკოლო ამბავი...
„სხივის“ I კლასი (პედაგოგი: გულნაზი კოკაია) „დედაენის“ პირველ ყვავილს გაეცნო და ამ ხვავიან შემოდგომაზე გაზაფხულისა და იის სურნელიც დატრიალდა...

ახალ სტუმარს ლექსებითა და ოვაციებით შეხვდნენ. გემრიელი ტორტითაც გაუმასპინძლდნენ. ხო, მთავარი სურვილიც ჩაუთქვეს-ყველანი კარგად ისწავლიან!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203