ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ოვაციით მიულოცეს
08-10-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს, სკოლის ეზოში გაიყვანეს, პროფესიული დღე მიულოცეს და მათდამი პატივისცემა და მადლიერება ოვაციებით გამოხატეს. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203