
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლამ მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებილ კონკურსში - „ჩემი სოფლის (მუნიციპალიტეტი) მემკვიდრეობა" პირველი ადგილი აიღო.
კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემის - „მემკვიდრეობა და განათლება - სწავლა სიბერემდე!“ ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო მერიის და მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენლებით. ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას სამახსოვროდ წიგნები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები