იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა-გიორგი კუჭაშვილმა კონკურსში - „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“ წარმატება მოიპოვა
08-10-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი კონკურსში „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“ ყველაზე მოტივირებულად დასახელდა. ის თავისი გაშენებული მარწყვის სანერგით კონკურსში მონაწილეობდა.

„5 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკურსის „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში, რომელიც „მომავლის ფერმერის" ორგანიზებით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით დაინტერესებას, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო.

გამარჯვებულ სამ მონაწილეს საჩუქრები გადასცეს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საქართველოში წარმომადგენელმა ბატონმა დემნა ძირკვაძემ და „მომავლის ფერმერის" თავმჯდომარემ ქალბატონმა რუსუდან გიგაშვილმა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა გამოაგზავნეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების შესახებ. მათ აღწერეს, თუ როგორ შეარჩიეს სათესლე/სანერგე მასალები, რა აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელეს და როგორ შეძლეს უკეთესი მოსავლის მიღება.

ყველაზე მოტივირებული - მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, იანეულის საჯარო სკოლა. კულტურა: მარწყვის სანერგე.

გამარჯვებულებს გადაეცათ პლანშეტები, „ბიბლუსის" ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203