წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08-10-2020

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე პრეზენტაბელურად აღინიშნა. ერთმანეთს ცვლიდნენ დეკლამატორი და მომღერალი მოსწავლეები, რომლებმაც უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს თავიანთი პედაგოგების მიმართ.

პედაგოგებმა და სკოლის დირექციამ, თავის მხრივ, დიდი მადლიერება გამოთქვეს დაფასებისა და პატივისცემისათვის.
„კვლავაც ერუდირებული და ზნეობრივი ახალგაზრდობა აღეზარდოს ჩვენს სკოლას“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203