წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებს მასწავლებელთა დღის აღსანიშნავად საჩუქრები გადასცა
08-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა მოკრძალებით ჩატარდა. პედაგოგებს თბილი სიტყვებითა და გულშიჩამწვდომი სიმღერით მიესალმნენ VI კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანი).

სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლურად, საჩუქრად „ვედრების“ ხატი გადასცა, რომელიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სპეციალურად, საქართველოს პატრიარქის ილია II  მიერ დაიწერა. დირექტორმა მასწავლებლებს ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203