„გილოცავთ, ძვირფასო მასწავლებლებო!“- შაუმიანის N1 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ვიდეორგოლით მიულოცეს
07-10-2020

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და პროფესიული დღე პედაგოგებს ვიდეორგოლით მიულოცეს. 

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203